2022 წლის 24-28 ოქტომბერს საქართველოში პირველად მედიაწიგნიერების კვირეული ჩატარდება. მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეული 2021 წელს გაეროს მიერ მიღებული რეზოლუციის ფარგლებში ტარდება. მედიაწიგნიერების კვირეულის მიზანია, გაეროს წევრ ქვეყნებში გაიზარდოს ცნობიერება მედიაწიგნიერების საჭიროებებისა და როლის შესახებ.
მედიაწიგნიერების კვირეულში ჩართულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, გაეროს ბავშვთა ფონდი - იუნისეფი, ევროკავშირი, საერთაშორისო ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, უნივერსიტეტები და სკოლები.
კვირეულის ფარგლებში,ჩემს სადამრიგებლო კლასში ჩავატარე "სადამრიგებლო საათი", რომლის მიზანია ისეთი აქტუალური საკითხების განხილვა, როგორიცაა დეზინფორმაცია, უსაფრთხო ინტერნეტი, სიძულვილის ენა, სიტყვის თავისუფლება და მედიის მიუკერძოებლობის სტანდარტები.
პრეზენტაციის გაზიარებისა და ინფორმაციის მიღების შემდეგ.მათი ცნობიერების ამაღლების მიზნით გავიზიარე ბმულები და ვთხოვე განესაზღვრად შედეგები, რამდენად კარგად გაიგეს მედიაწიგნიერების არსი და საჭიროება.
მოთამაშე ინფორმაციის სანდოობას და პროპაგანდის სხვადასხვა მეთოდს აფასებს. ამისათვის მან 4 სავარაუდო პასუხიდან ერთ-ერთი უნდა მონიშნოს. არასწორ პასუხზე მას ცხვირი პინოქიოსავით ეზრდება, ხოლო სწორ პასუხზე უმოკლდება და საბოლოოდ იდეალურ ფორმას იღებს.
https://millab.ge/ka/game/gazome-simartle-da-sakutari-cxviri/5
პერსონალური მოანცემებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გზამკვლევის მიზანია, მისცეს ახალგაზრდებს ცოდნა პერსონალური მონაცემებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების, მედიისა და სხვა აქტორების ვალდებელებების შესახებ და განუვითაროს მათ ამ უფლებების დაცვის უნარები.
https://millab.ge/ka/game/shopingi-milanshi/6
Комментарии
Отправить комментарий